კიბერუსაფრთხოების ეროვნული ინდექსით, საქართველო მსოფლიოში 44-დან 22-ე ადგილზე, ხოლო ევროპაში 33-დან მე-16 პოზიციაზე დაწინაურდა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ციფრული მმართველობის სააგენტო ავრცელებს.
ინფორმაციის მიხედვით, კვლევა 48 ქვეყანაში ჩატარდა და მონაცემები NCIS-მ რამდენიმე მნიშვნელოვანი ინდიკატორის შესწავლის შემდეგ გამოაქვეყნა. საქართველომ უმაღლესი 100%-იანი შეფასება დაიმსახურა კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის, პირადი მონაცემების დაცულობის და კიბერ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.
„შეფასების არსებული სისტემით, საქართველომ ასიდან 62.5 ქულა დააგროვა, რაც კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ქვეყნის წარმატებას და წინგადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე მიუთითებს. რეიტინგის ინდიკატორები შემუშავებულია ექსპერტთა ჯგუფის და კიბერუსაფრთხოების ეროვნული ჩარჩოს მიხედვით და კვლევა ყურადღებას ამახვილებს, ასევე, განხორციელებულ რეფორმებზე.
ქვეყანაში კიბერუსაფრთხოების განვითარების და კიბერუსაფრთხოების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით, ციფრული მმართველობის სააგენტო მნიშვნელოვან ღონისძიებებს ატარებს“, - აცხადებენ სააგენტოში.