გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის დროს დაღუპული პილოტის, ვიცე-პოლკოვნიკ კახაბერ ზურაბაშვილის ოჯახს და ახლობლებს მიუსამძიმრა და მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო.
გორში, შარტავას ქუჩაზე, გარდაცვლილი პილოტის საცხოვრებელ სახლთან მეორე დღეა ხალხმრავლობაა, დაღუპულის ოჯახს თავდაცვის ძალების სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები, ნათესავები და ახლობლები უსამძიმრებენ.
დაღუპულ პილოტს, ვიცე-პოლკოვნიკ კახაბერ ზურაბაშვილს გორში შაბათს, 6 ივლისს დაკრძალავენ.