საზოგადოება
04.07.2024 15:55
საქართველოში წელს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩატარდება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერას ჩაატარებს.

საქსტატის ინფორმაციით, მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა 10 წელიწადში ერთხელ ტარდება და უნიკალურ წყაროს წარმოადგენს მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად.

„აღწერის მეშვეობით შევძლებთ, რომ სწორად განვსაზღვროთ ქვეყნის განვითარების პრიორიტეტები ჯანდაცვის, განათლების, დასაქმების, სოფლის-მეურნეობის და სხვა სფეროებში. ეს მონაცემები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის უკეთ განვითარებისთვის და აღწერის დროს გაცემული პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობა კანონით დაცულია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საქსტატი აქვეყნებს.

მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა 14 ნოემბრიდან - 19 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება.

კვირის ამბები