გორში, სადგური-ელექტროფიკაციის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ერთ-ერთ ქუჩას თენგიზ ბურჯანაძის სახელი ეწოდა, - ინფორმაციას აღნიშნული ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგნელი ავრცელებს.
მისივე თქმით, ელექტროფიკაციის დასახლებაში ქუჩები დაინომრა და სამისამართე აბრები დამონტაჟდა.
„სადგური-ელექტროფიკაციის ადმინისტრაციულ ერთეულს კიდევ ერთი ქუჩა შეემატა, და ცნობილი გორელი ფეხბურთელის თენგიზ ბურჯანაძის სახელი ეწოდა. ელექტროფიკაციის დასახლებაში მოხდა ქუჩის დანომვრაც“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკრებულომ 2022 წელს იმსჯელა. თენგიზ ბურჯანაძის სახელს ატარებს გორის ცენტრალური სტადიონიც.