სპორტი
04.07.2024 11:27
„გორი 1 ლეიკერსი“ NBA Junior-ის რეგიონული ეტაპის გამარჯვებულია

შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის უმცროსი ასაკის კალათბურთელთა გუნდი - „გორი 1 ლეიკერსი“, NBA Junior-ის რეგიონული ეტაპის გამარჯვებულია.

აღნიშნულ ეტაპზე გუნდმა რვა შეხვედრა ჩაატარა და ყველა მათგანი გამარჯვებით დაასრულა.

გუნდის შემადგენლობაში იყვნენ როგორც გოგონები - ანასტასია ჯიმშერაძე, ქეთი ხუროშვილი, ისე ვაჟები - ანდრია გელდიაშვილი, ილია ჩიხლაძე, დაჩი ბერიაშვილი, ნიკა ხმალაძე, ირაკლი გუთნიაშვილი, გიორგი ნატროშვილი, რეზო ქაჯაია, ნიკა კოშაძე, სანდრო ლაზარაშვილი, ანდრია ბერიაშვილი, ანდრია კარელიძე, გაბრიელ მანველიშვილი.

კალათბურთელთა მწვრთნელი დათო რუსიშვილია.

რეგიონულ ეტაპს ხაშურის სპორტულმა კომპლექსმა უმასპინძლა.

ზონალურ ეტაპზე „გორი 1 ლეიკერსი“ დასავლეთის ზონაში ითამაშებს.

 

კვირის ამბები