ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გრძელდება. ამ დროისთვის, გორის საგამოცდო ცენტრში 485 აპლიკანტი გადის გამოცდაზე. როგორც „გორის მაცნესთან“ საუბრისას საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა განაცხადა, რეგისტრაციის პროცესში შეფერხება არ ყოფილა.
„საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. შეფერხებები არ გვქონია რეგისტრაციის პროცესშიც. დღევანდელი გამოცდის პირველ სესიაზე 505 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, თუმცა, 20 გამოცდაზე არ გამოცხადდა. რაც შეეხება მეორე სესიას, ასევე ქართულ ენასა და ლიტერატურას დაეთმობა და ამავე რაოდენობის - 505 აპლიკანტია დარეგისტრირებული“, - აღნიშნა თინათინ გვერდწითელმა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ, 5 ივლისს, დილის სესიაზე ისევ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაგრძელდება. მეორე სესიაზე კი, საგამოცდო პროცესში, სპეც. მასწავლებლობის და გრანტის გაუმჯობესების მსურველები ჩაერთვებიან.