ომარ ბოლქვაძის ხსოვნის მემორიალურ ტურნირზე ხელბურთში, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის ხელბურთელთა გუნდმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
გორელები ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში სომხეთის გუნდს დაუპირისპირდნენ და 25:22 დაამარცხეს.
ტურნირზე გორის გუნდი შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: ლუკა ჩილაშვილი, თაზო მღებრიშვილი, გიგი ალექსეევი, პაატა ჯობნიაშვილი, საბა გელაშვილი, ნიკა ჭიქინაშვილი, ლაშა ჭიქინაშვილი, ნიკა კაპანაძე, დათო ყურელი, გიორგი საათაშვილი, თორნიკე ანესაშვილი, ამიკო ბადაშვილი, გიორგი ბიჩინაშვილი, რეზი ბრეგვაძე, ნიკა ჯოლბორდი.
ხელბურთელთა მწვრთნელები ლაშა შემშენოვი დაგია მამაცაშვილი არიან.
ტურნირი ხელვაჩაურში ჩატარდა და 2008-2010 წწ. დაბადებული სპორტსმენებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება