რაგბზე დასწრების მსურველთათვის, საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ორ რეისს ამატებს.
კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დამატებითი რეისები ხვალ და ზეგ - 4 და 5 ივლისს შესრულდება.
რაც შეეხება მოძრაობის განრიგს, თბილისიდან მატარებელი 08:40 საათზე გავა და მგზავრები ბათუმში 14:43 საათზე ჩავლენ.
ბათუმი - თბილისის მიმართულებით კი რეისი 00:01 საათზე შესრულდება და მატარებელი თბილისში 05:05 საათზე იქნება.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია საქართველოს რკინიგზის ოფიციალურ ვებგვერდზე, სალაროებში, პარტნიორი კომპანიების და სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.