კულტურა
03.07.2024 13:55
გორის ქალთა კამერული გუნდი ჯაზის მოყვარულებისთვის დღეს კონცერტს გამართავს

გორის ქალთა კამერული გუნდი დღეს, 3 ივლისს, ჯაზის მოყვარულებს კონცერტზე ეპატიჟება.

დაანონსებულ მუსიკალურ-შემოქმედებით საღამოს გ. ერისთავის სახელობის თეატრი უმასპინძლებს.

„ჩვენო საყვარელო, გორელო გულშემატკივარო! გადავწყვიტეთ, გორის თეატრში გავაკეთოთ კონცერტი და განსაკუთრებით ჯაზის მოყვარულებს გიწვევთ.

ჩვენს მიერ მოწვეული ამერიკელი მუსიკოსებთან - არი ჰონიგთან და ბამ როდრიგესთან ერთად უკვე ვემზადებით თქვენთან შესახვედრად.

შესრულდება უნიჭიერესი ჯაზ ვოკალისტის და კომპოზიტორის, ნუცი ნებიერიძის რთული და საინტერესო ნაწარმოებები.

აქვე, უღრმესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ხელშეწყობისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერიას, გორის სახელმწიფო დრამატულ თეატრს და მის ხელმძღვანელს“, - ნათქვამია ინფორმაციაში რომელსაც გუნდი ავრცელებს.

 

კვირის ამბები