გორში ვაჩე რაინდელის (ილია ჭკადუა) პოეზიის საღამო გაიმართება.
ღონისძიება საქართველოს მწერალთა კავშირის შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის მწერალთა ორგანიზაციის ინიციატივით გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პოეტი დამსწრე საზოგადოებას ახალ წიგნს - „ედემის ჩიტი“ წარუდგენს, შესრულდება მუსიკალური ნომრებიც.
„ღონისძიება ლიტერატურული პროექტის „ქართლის საღამოები“ ფარგლებში ჩატარდება. ვაჩესთან ერთად, დედაქალაქიდან ცნობილი მწერლები დალიტერატორები გვესტუმრებიან“, - აცხადებენ ორგანიზატორები.
პოეზიის საღამოს 5 ივლისს, 15:00 საათზე, გორის ცენტრალური ბიბლიოთეკა (სტალინის ქუჩა №8) უმასპინძლებს. დასწრება თავისუფალია.