საზოგადოება
02.07.2024 14:47
ახალგაზრდებში ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროს პოპულარიზაციის მიზნით, გორის განვითარების სააგენტომ მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შეთანხმების ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტში მხარეები განახორციელებენ ერთობლივ ღონისძიებებს, რომელიც მოიცავს ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობას ინფორმაციული ტექნოლოგიების, ინოვაციების და სამეწარმეო უნარების განვითარების მიმართულებებს.

„ურთიერთთანამშრომლობა, ასევე, ითვალისწინებს ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროს პოპულარიზაციის ხელშეწყობას. მხარეები, დაინტერესების შემთხვევაში, უზრუნველყოფენ დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში თანამშრომლობას, ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას ახალ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებთან დაკავშირებით“, - აცხადებენ სააგენტოში.

კვირის ამბები