კულტურა
02.07.2024 13:37
გორის ეთნოგრაფიულმა გუნდმა - „რიხი“ პირველი სოლო კონცერტი გამართა

გორის ეთნოგრაფიულმა გუნდმა - „რიხი“ პირველი სოლო კონცერტი ჩაატარა.

ღონისძიება გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა.

მსმენელის წინაშე ანსამბლმა ქართლური ფოლკლორის აღდგენილი ნიმუშები შეასრულა, რომელთაგან უმეტესობა აქამდე არავის გაუჟღერებია.

„კონცერზე შევასრულეთ აღდგენილი ქართლური სიმღერები. აუდიტორიამ შესრულებული ნიმუშების უმეტესობა პირველად მოისმინა. მათგან წამოსული ზღვა ემოციები გვაძლევს მუხტს, რომ უფრო მეტი მივიწყებული ნიმუში გავაცოცხლოთ“, - აღნიშნეს ორგანიზატორებმა.

შეგახსენებთ, გორის ეთნოგრაფიული გუნდი „რიხი“ აღდგენილი ქართლური სიმღერების კონცერტებს საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფლებშიც მართავს. ღონისძიებები ზემო ნიქოზში, მერეთში და მეჯვრისხევში უკვე ჩატარდა. გარდა ამისა კონცერტები დაგეგმილია ერგნეთში და შინდისშიც.

კვირის ამბები