სპორტი
02.07.2024 12:22
ჭიათურაში გამართულ ტრადიციულ ტურნირზე გორელმა და ვარიანელმა მოკრივეებმა 11 მედალი მოიპოვეს

ჭიათურაში გამართულ ტრადიციულ ტურნირზე კრივში, ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სკოლის სპორტსმენებმა სამი - პირველი, ორი - მეორე და სამი მესამე ადგილი დაიკავეს.

ტურნირში საქართველოს რეგიონებში მცხოვრები 2008-2009 და 2010-2011 წწ. დაბადებული მოკრივეები მონაწილეობდნენ.

გორელთაგან შეჯიბრის გამარჯვებულები გიორგი შიუკაშვილი (63 კგ.), გიგი ნონიკაშვილი (66კგ.) და აკაკი პავლიაშვილი (+90კგ.) გახდნენ.

იოანე ნაცვლიშვილი (57 კგ.) და საბა სომხიშვილი (70კგ.) მეორე ადგილზე გავიდნენ.

საბა დვალიშვილმა (38 კგ.), ლუკა ქიტუაშვილმა (52კგ.) და გიგი ყიფშიძემ (57 კგ.) ასპარეზობა მესამე ადგილით დაასრულეს.

ტურნირზე სამი მედალი გიორგი კანდელაკის სახელობის ვარიანის კრივის სკოლის სპორტსმენებმაც მოიპოვეს: პირველი ადგილი ზაზა მდინარიძემ (44 კგ.), ნიკოლოზ ხიზანიშვილმა (46 კგ.) და ილია პაპუაშვილმა (70 კგ.) დაიკავეს.

ტურნირზე საქართველოს რეგიონებში მცხოვრები 2008-2009 და 2010-2011 წწ. დაბადებული მოკრივეები ასპარეზობდნენ.

კვირის ამბები