ბაკურიანის ბანაკში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა, -მსურველები შესაბამისი სააპლიკაციო ფორმის შევსებას 10 ივლისამდე შეძლებენ.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, „საზაფხულო ბანაკი 2024“-ის მონაწილეთა შერჩევა ორ ეტაპად განხორციელდება.
პროექტში მონაწილეობა 16-20 წლის ასაკის პირებს შეუძლიათ. ბენეფიციართა შერჩევა ორ ეტაპად განხორციელდება (დოკუმენტაციის გადარჩევა და გასაუბრება).
ბაკურიანში 150-მდე ახალგაზრდა სამ ეტაპად გაემგზავრება. ისინი ბანაკში ხუთი დღე დარჩებიან.
ბანაკის წევრებს ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგი თემებზე: ემოციების მართვა, ეფექტური კომუნიკაცია; პროფესიული ორიენტაცია, კარიერის დაგეგმვა; ადგილობრივი თვითმმართველობა, სამოქალაქო აქტივიზმი, ადვოკატირება; პროექტების წერა; ემოციური კაპიტალი; მედიაწიგნიერება; საბაზო სამეწარმეო უნარებიდა ციფრული უსაფრთხოება.
პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა შემეცნებითი, კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობებიცააა დაგეგმილი.
„გორის მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით, ბაკურიანის საზაფხულო ბანაკი გორელ ახალგაზრდებს მესამე წელია მასპინძლობს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და თვითმმართველობის პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად“, - აცხადებენ მერიაში.
ცნობისთვის, „საზაფხულო ბანაკი 2024“-ში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე მითითებულ ბმულზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის მსურველებმა უნდა დარეკონ ნომერზე: 599 85 17 47.