საზოგადოება
02.07.2024 12:05
გორში „საზაფხულო სკოლა“ 10-დან 12 წლამდე ასაკის მოზარდებს იწვევს

გორის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში „საზაფხულო სკოლა“ მოზარდებს იწვევს.

საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობა გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 10-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებს შეუძლიათ. პროექტის ორგანიზატორების ინფორმაციით, „საზაფხულო სკოლაში“ გასართობ-შემეცნებითი პროცესი 8 ივლისიდან - 18 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება და მეცადინეობები კვირაში 4 დღეს (ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-დან 12 საათამდე) მოიცავს.

რაც შეეხება მონაწილეთა რეგისტრაციას, ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში (სუხიშვილის ქ. 20) 4 ივლისის ჩათვლითაა შესაძლებელი.

„პროექტის მიზანია, მოზარდებისათვის ძირითადი უნარ-ჩვევების გამომუშავება, ლოგიკური აზროვნების და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და ინტელექტუალური უნარების განვითარების ხელშეწყობა. პროექტი მოიცავს შემეცნებით აქტივობებს, წიგნებთან და კომპიუტერთან საპრეზენტაციო უნარების გამომუშავებას“, - აცხადებენ პროექტის ორგანიზატორები.

„საზაფხულო სკოლას“ ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო ახორციელებს.

კვირის ამბები