კულტურა
01.07.2024 13:41
„მარია კალასი... გაკვეთილი“ - რუსთაველის თეატრმა გორის თეატრში წარმოდგენა გამართა

საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, რუსთაველის ეროვნული თეატრი გორის თეატრს ეწვია და მაყურებელს რობერტ სტურუას და ნინო კანტიძის რეჟისორული ნამუშევრის - „მარია კალასი... გაკვეთილი“ - სცენური ვერსია წარუდგინა.

წარმოდგენაში ლელა ალიბეგაშვილი, დავით დარჩია, მარიტა მესხორაძე, არჩილ გოგიტიძე, ქეთი სვანიძე და დავით უფლისაშვილი მონაწილეობდნენ.

რაც შეეხება სპექტაკლის შინაარსს, მსახიობებმა ტერენს მაკნელის პიესა გააცოცხლეს და მაყურებელს უდიდესი მომღერალი ქალის, ლეგენდარული მარია კალასის რთული ცხოვრების ისტორია უამბეს.

გასტროლი, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტის - „თბილისის თეატრების გასტროლი საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში განხორციელდა.

კვირის ამბები