მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიის და მისი 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში საჯარო განხილვა მოეწყო.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული განვითარებისა და მთის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი დიდიძემ აღნიშნული სტრატეგიის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა და ყურადღება გაამახვილა მაღალმთიანი დასახლებების მდგრად განვითარებაზე, ადგილობრივების სოციალურ მხარდაჭერასა და სერვისების ხელმისაწვდომობაზე.
შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების მერები, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები და მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლების რწმუნებულები ესწრებოდნენ.
მხარეებმა სტრატეგიის მიზნების, ამოცანების და ამოცანების შესაბამისად გაწერილი აქტივობების შესახებ იმსჯელეს, რომლებიც სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პროექტების ფარგლებშია განსაზღვრული.
„საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგია 2024-2030“-ის მაკოორდინირებელ უწყებად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროა განსაზღვრული. შესაბამისად, უწყებამ, სტრატეგიის უმოკლეს ვადებში დამტკიცების პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, უკვე დაიწყო რეგიონებში გასვლა და კონსულტაციების გამართვა. დოკუმენტების დამტკიცებამდე კი სავალდებულოა მათი საჯაროდ განხილვა და შესაბამისი უკუკავშირი“, - ნათქვამია სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.