საზოგადოება
28.06.2024 11:05
შშმ პირებისთვის აუდიოვიზუალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, რეგულაციები დამტკიცდა

კომუნიკაციების კომისიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის აუდიოვიზუალური პროდუქციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული რეგულაციები დაამტკიცა.

სიახლე მედიამომსახურების მიმწოდებლებს ავალდებულებს პროგრესირებადად ხელმისაწვდომი გახადონ კონტენტი შშმ პირთათვის, რაც სუბტიტრების, ჟესტური ენის და აუდიო დესკრიფციის დანერგვას გულისხმობს. ამასთან, შემუშავდა ონლაინ პორტალის ფუნქციონირების წესი, რომლის მეშვეობითაც შშმ პირები საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში საჩივრის წარდგენას სპეციალურად მათთვის ადაპტირებული პორტალის მეშვეობით შეძლებენ.

„შშმ პირების აუდიოვიზუალური ხელმისაწვდომობის წესის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებლებისთვის აღნიშნული ვალდებულებები 2029 წლიდან შევა ძალაში და 2033 წლამდე, კოდექსითა და რეგულაციით გათვალისწინებული სტანდარტების სრულად დანერგვა დაევალებათ“, - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები