სპორტი
28.06.2024 12:52
გორელმა ძიუდოისტმა გოგონებმა ხელვაჩაურში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ათი მედალი მოიპოვეს

ნანა კირკიტაძის სახელობის საერთაშირისო ტურნირზე ძიუდოში, გორელმა ძიუდოისტმა გოგონებმა ათი მედალი მოიპოვეს.

შეჯირში გურამ პაპიტაშვილის (7 მედალი ) და შოთა ჩოჩიშვილის (3 მედალი) სახელობის გორის სასპორტო სკოლათა გუნდები მონაწილეობდნენ.

გორელთაგან ტურნირის გამარჯვებულები ქრისტინე მაზანაშვილი (44 კგ.) და დალი მაზანაშვილი (63კგ.) გახდნენ.

მეორე ადგილი ნატალი იაშვილმა (48 კგ.) და ანი გულუაშვილმა (63კგ.) დაიკავეს.

მარი იაშვილმა (40 კგ.), ნინი გიგაურმა (40კგ.), მარი გიგოლაშვილმა (57კგ.), მართა ფსუტურმა (70კგ.), მარი მეგრელიშვილმა (44კგ.) და სალომე ბეგლარიშვილმა (48კგ.) ასპარეზობა მესამე ადგილით დაასრულეს.

ნანა კირკიტაძის სახელობის საერთაშირისო ტურნირი ხელვაჩაურში ჩატარდა. შეჯიბრში 2008-2009 წწ. და 2010-2011 წწ. დაბადებული სპორტსმენები ასპარეზობდნენ.
კვირის ამბები