სოფლის განვითარების სააგენტოს ტექნიკური დახმარების პროგრამა გრძელდება.
როგორც უწყებაში აცხადებენ, სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიღება სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებში ჩართულ ფერმერებს შეუძლიათ.
დაფინანსდება შემდეგი მიმართულებები: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციადა პროდუქციის საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო აღჭურვილობა.
„თუ გსურთ თქვენ მიერ წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდა, ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შესაძლებლობა გაქვთ, მიიღოთ თანადაფინანსება შემდეგი მიმართულებებით: საკონსულტაციო მომსახურება და ტრენინგები; პროდუქციის ბრენდირება და შეფუთვა; სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემებისა და სტანდარტების დანერგვა და ცხოველური წარმოშობის სურსათის მწარმოებელი ან/და გადამამუშავებელი ბიზნეს ოპერატორის აღიარების მინიჭება. სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებით განსაზღვრული ნებისმიერი დოკუმენტის მიღება ხორციელდება ელექტრონული ფორმით ელ. ფოსტის მისამართზე: document @ rda. gov. ge“, - აცხადებენ სოფლის განვითარების სააგენტოში.