ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს რამდენიმე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ონლაინ სწავლების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღეს, ამ საკითხთან დაკავშირებით, მუშაობა სხვა უმაღლეს სასწავლებლებშიც მიმდინარეობს.
დისტანციური სწავლების პრაქტიკა არაერთ განვითარებულ ქვეყანაშია აპრობირებული.
განათლების დისტანციურად მიღების დროს, პირს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ფიზიკური კონტაქტი არ უწევს.
GMnews-ი გთავაზობთ ონლაინ სწავლების უპირატესობებს.
1. უსაფრთხოება - რაც ყველაზე მთავარია, დისტანციური სწავლება უსაფრთხო გარემოში სწავლის საშუალებაა, რაც, COVID-19-ის პრევენციისათვის მეტად საყურადღებოა.
2. მოსახერხებელი გრაფიკი - ონლაინ სწავლება საშუალებას იძლევა, სტუდენტებმა თვითონ შეარჩიონ მათთვის შესაფერისი სასწავლო დრო.
3. დროისა და ფინანსების დაზოგვა - ონლაინ სწავლებასთან ერთად, აღარ არის საჭირო უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში გადაადგილება, რაც დროისა და ფულის დაზოგვის საშუალებას იძლევა.
4. მეტი კომფორტი - სტუნდენტს შეუძლია თავად განსაზღვროს ადგილი, სადაც ურჩევნია მეცადინეობა, რაც მას მეტად კონცენტრირების საშუალებას მისცემს.