გორის ქალთა კამერული გუნდი ჯაზის მოყვარულებს კონცერტზე ეპატიჟება.
დაანონსებულ მუსიკალურ-შემოქმედებით საღამოს 3 ივლისს გ. ერისთავის სახელობის თეატრი უმასპინძლებს.
„ჩვენო საყვარელო, გორელო გულშემატკივარო! გადავწყვიტეთ, გორის თეატრში გავაკეთოთ კონცერტი და განსაკუთრებით ჯაზის მოყვარულებს გიწვევთ.
ჩვენს მიერ მოწვეული ამერიკელი მუსიკოსები - არი ჰონიგი და ბამ როდრიგესი უკვე გორში არიან და ხვალიდან, გაერთიანებული რეპეტიციებით მოვემზადებით თქვენთან შესახვედრად.
შესრულდება უნიჭიერესი ჯაზ ვოკალისტის და კომპოზიტორის, ნუცი ნებიერიძის რთული და საინტერესო ნაწარმოებები.
აქვე, უღრმესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ხელშეწყობისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერიას, გორის სახელმწიფო დრამატულ თეატრს და მის ხელმძღვანელს“, - ნათქვამია ინფორმაციაში რომელსაც გუნდი ავრცელებს.
ცნობისთვის, გორის თეატრში საღამოს გამართვამდე, ქალთა კამერული გუნდი იგივე რეპერტუარით 2 ი ვ ლ ი ს ს კონსერვატორიის დიდ დარბაზში წარსდგება.