გორელი სუმოისტი დავით აბალაკი ევროპის ჩემპიონატზე 18 წლამდელთა შორის სამი მედლის მფლობელი გახდა.
სპორტსმენმა ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ვერცხლის (მძიმე წონა) და ბრინჯაოს (აბსოლუტური) მედლები მოიპოვა. გუნდურ შეჯიბრებაში კი, საქართველოს ნაკრებთან ერთად, ვერცხლის პრიზიორი გახდა.
აღსანიშნავია, რომ დავით აბალაკი, რომლის მწვრთნელიც მერაბ პაიჭაძეა, არაერთი შეჯიბრის პრიზიორია. სპორტსმენს 2022 და 2023 წლებში, 18 წლამდელებს შორის - ვერცხლის, ხოლო 21 წლამდელებში ბრინჯაოს მედლები აქვს მოპოვებული.
სუმოში ევროპის ჩემპიონატს პოლონეთმა უმასპინძლა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება