სპორტი
26.06.2024 13:23
საქართველოს ჩემპიონატზე ძიუდოში გორელებმა ერთი - ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

ძიუდოში ახალგაზრდებს შორის გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე გორელმა თამაზ ბიგანაშვილმა პირველი ადგილი დაიკავა და ჩემპიონის ტიტულს დაესაკუთრა.

სპორტმენი +100 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.

აღსანიშნავია, რომ თამაზ ბიგანაშვილი ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონი, კადეტთა ევროპის თასების გამარჯვებული და პრიზიორიცაა.

ჩემპიონატი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს გიგი გიუნაშვილმა (66 კგ.) და ვაჟა ავაზნელმა (81 კგ).

საპრიზო ადგილზე გასული თამაზ ბიგანაშვილი და გიგი გიუნაშვილი გურამ პაპიტაშვილის სახეოლობის გორის ჭიდაობის კომპლექსურ სპორტულ სკოლას წარმოადგენენ, ვაჟა ავაზნელი კი, ძიუდოს კლუბ „გორიჯვრის“ სპორტსმენია.

კვირის ამბები