საზოგადოება
26.06.2024 13:22
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას დღეს გამართავს

დღეს, 26 ივნისს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მესამე შეხვედრას პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

მატჩი 23:00 საათზე დაიწყება და პირდაპირი ტრანსლაცია გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის სკვერში მოეწყობა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მაყურებლისთვის სხვადასხვა აქტივობაცაა დაგეგმილი.

ღონისძიებები 19:00 საათიდან დაიწყება. გულშემატკივრების განწყობაზე დიჯეი იზრუნებს. გარდა ამისა, მოეწყობა კვების ობიექტები და ბარის სივრცეები.

საქართველო-პორტუგალიის თამაშის დაწყებამდე (20:00 საათი) უკრაინა-ბელგიის მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართება.

21:00  საათზე კი, მუსიკალური ჯგუფების - „LIOwithILA“ და „NINVELI“ კონცერტი დაიწყება,

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატში პირველად მონაწილეობს. გუნდმა უკვე გამართა შეხვედრა თურქეთთან და ანგარიშით 1:3 დათმო. მეორე შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

გორში, თეატრის სკვერში დამონტაჟებული დიდი ეკრანის მიმდებარედ არსებული სივრცე ფეხბურთის მოყვარულებს 14 ივლისამდე უმასპინძლებს.

 

კვირის ამბები