კულტურა
25.06.2024 14:34
ხელთუბნის სამუსიკო სკოლის ხელმძღვანელი და წარმატებული მოსწავლე კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტომ დააჯილდოვა

გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტომ ხელთუბნის სამუსიკო სკოლის ხელმძღვანელი და წარმატებული მოსწავლე დააჯილდოვა.

მომავალი თაობის აღზრდაში გაწეული ღვაწლისთვის მადლობის სიგელი მუსიკალური სასწავლებლის ხელმძღვანელმა და პედაგოგმა ნანა ახალკაცმა მიიღო. აღნიშნული სასწავლებლის მეოთხე კლასის მოწავლემ ირაკლი ქარუმიძემ კი მადლობის სიგელი საფორტეპიანო სოლო კონცერტის წარმატებით გამართვისთვის დაიმსახურა.

„ხელთუბნის სამუსიკო სკოლის მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ საქალაქთაშორისო კონკურსებში და კულტურის სააგენტოს მიერ დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობაში. რაც შეეხება აღნიშნულ კონცერტს, სასწავლო წლის დასრულებასთან დაკავშირებით გაიმართა და გაწეული შრომისთვის პედაგოგი და მისი მოსწავლე დაჯილდოვდნენ“, - აცხადებენ სააგენტოში.

კვირის ამბები