ირაკლი აბაშიძის ხსოვნის მემორიალურ საერთაშორისო ტურნირზე კრივში, ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სკოლის გუნდმა სამი - პირველი და ორი მეორე ადგილი დაისაკუთრა.
შეჯიბრი ახალგაზრდებს და დიდებს შორის ჩატარდა და მოკრივეები ათი ქვეყნიდან მონაწილეობდნენ.
გორელთაგან ტურნირის გამარჯვებულები დათო ნიქაბაძე (60 კგ. ახალგაზრდები), ლევან დემუროვი (63,5 კგ ახალგაზრდები) და ბუხუტი ტატიშვილი (57 კგ. დიდები) გახდნენ.
მეორე ადგილი გიორგი გვრიტიშვილმა (75 კგ. ახალგაზრდები) და თამარ ნაზარაშვილმა (52 კგ. დიდები) დაიკავეს.
ირაკლი აბაშიძის ხსოვნის მემორიალურ საერთაშორისო ტურნირს ბათუმმა უმასპინძლა.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს