ეთნოგრაფიული მუზეუმის რეაბილიტაციისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 4 მარტს ტენდერი გამოაცხადა. აღნიშნული ტენდერის პირობები მუზეუმის რეკონსტრუქციას და მისი მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას ითვალისწინებს.
პროექტის მიხედვით, შეიცვლება სახურავი და ფანჯრები, რეაბილიტირდება ფასადი, დამონტაჟდება გათბობის, ვენტილაციისა და ელექტრო სისტემებები, ასევე მუზეუმის ეზოში მოეწყობა ღია საგამოფენო პავილიონი, გარეგანათება, დაიდგმება დასასვენებელი სკამები. პროექტი ადაპრირებულია შშმ ვიზიტორებზეც.
ეთნოგრაფიულ მუზეუმში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები მუზეუმის ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას და შესაბამისად, მეტი ვიზიტორის მოზიდვას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც 48 100-ზე მეტი ექსპონანტია დაცული, კირიონ II-ის ქუჩაზე მდებარეობს. მუზეუმი 1935 წელს გაიხსნა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება