საზოგადოება
25.06.2024 12:15
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძის და რძის პროდუქტების კონტროლი გააძლიერა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძის და რძის პროდუქტების კონტროლი გააძლიერა.  სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები ყველის და რძის სხვა პროდუქტების ნიმუშებს  საქართველოს მასშტაბით იღებენ.

როგორც უწყებაში აცხადებენ,  რძის სექტორში არსებული გამოწვევების და მათი გადაჭრის გზების ძიების მიზნით, სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს მწარმოებლებსა და ასოციაციებთან.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას დავალებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წელს რძის და რძის ნაწარმის კონტროლი გააძლიერა.

2024 წლის 5 თვის მონაცემებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელ/გადამამუშავებელ ბიზნესოპერატორებთან უკვე განახორციელა 6729 სახელმწიფო კონტროლი. შედეგად გამოვლინდა 508 სამართალდარღვევა, რაზეც გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. რაც შეეხება წინა წლების სტატისტიკას, აღსანიშნავია, რომ  2020 წელს, რძის ცხიმის სისუფთავის განსაზღვრის მიზნით აღებულ 60 ნიმუშში დარღვევის მაჩვენებელმა  13%-ზე მეტი შეადგინა, ხოლო 2023 წელს აღებული 250 ნიმუშიდან დარღვევა  4,4%-ში გამოვლინდა“, - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

კვირის ამბები