სპორტი
24.06.2024 14:19
ყაზბეგში გამართულ ტურნირზე გორელმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა სხვადასხვა სინჯის მედლები მოიპოვეს

ათი - პირველი, ხუთი - მეორე და ცხრა მესამე ადგილით დაასრულეს ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის სპორტსმენებმა ტარიელ ალიბეგაშვილის ხსოვნის მემორიალური ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში.

შეჯიბრის გამარჯვებულები ნიკა ბერიანიძე (23 კგ.), ანდრია გამხიტაშვილი (26 კგ.), გიორგი ოქროპირიძე (32 კგ.), ლექსო ნოზაძე (35 კგ.), ლუკა დოთიაშვილი (38კგ.), საბა მინდიაშვილი (44 კგ.), ტარიელ საათაშვილი (48 კგ.), გიორგი სიჭინავა (52 კგ.), მიხეილ მაყიშვილი (55 კგ.) და საბა პაპაშვილი (85 კგ.) გახდნენ.

მეორე ადგილზე თომა პაპიტაშვილი (26 კგ.), გიორგი გიგაური (29 კგ.), ნიკა მაყიშვილი (41 კგ.), ნიკა მაჭარაშვილი (44 კგ.) და დათო ყაყიტაშვილი (52 კგ.) გავიდა.

დანიელ გალეგაშვილმა (23 კგ.), ანდრია მახარაშვილმა (26 კგ.), აივაზ ემინოვმა (29 კგ.), დავით მუკნიაშვილმა (32 კგ.), შალვა თვაურმა (52 კგ.), ედუარდ მანველიშვილმა (+53 კგ.), ანდრია დოიჯაშვილმა (+53 კგ.), ლუკა ღუტიკაშვილმა (57 კგ.) და გივი კახნიაშვილმა (75 კგ.) ასპარეზობა მესამე ადგილით დაასრულეს.

ტურნირზე გორის კიდევ ერთი, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორსტემენებიც მონაწილეობდნენ.

შეჯიბრის გამარჯვებული გიორგი ქარელი (41 კგ.) გახდა.

ტატო ცხაოშვილმა (38 კგ.) მეორე, გიორგი სომხიშვილმა (29 კგ.), თორნიკე დვალიშვილმა (35კგ.) და დავით ფაილევანიანმა (68კგ.) კი მესამე ადგილი დაიკავეს.

ტარიელ ალიბეგაშვილის ხსოვნის მემორიალური ტურნირი ყაზბეგში ჩატარდა. შეჯიბრში საქართველოს რეგიონებში მცხოვრები 2009-2010 და 2011-2012 წწ. დაბადებული სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

კვირის ამბები