საზოგადოება
24.06.2024 14:17
სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატების გაცემა დღეიდან დაიწყო

სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატების გაცემა დღეიდან დაიწყო.

საჯარო სკოლების კურსდამთავრებულებს ატესტატის მისაღებად განაცხადის გაკეთება იუსტიციის სახლებსა და მობილური იუსტიციის სახლებში შეუძლიათ. დოკუმენტის მიღება შესაძლებელია როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული სახით.

სკოლადამთავრებულები სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ მზა დოკუმენტებს განაცხადის წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს, უფასოდ მიიღებენ. საფასურის გადახდის გარეშე ატესტატის მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

„ატესტატის მიღება შეუძლია თავად სკოლადამთავრებულს, თუ მას აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე, არასრულწლოვანი პირის მშობელს ან სხვა კანონიერ წარმომადგენელს. რაც შეეხება ელექტრონულ ვერსიას, მომხმარებლებს ელექტრონული ატესტატის ჩამოტვირთვა შეუძლიათ განცხადების ჩაბარებისას გადაცემულ სამახსოვრო ბარათში მითითებული განცხადების ნომრისა და კოდის მეშვეობით ელექტრონული პორტალიდან - my. gov. ge“, - ნათქვამია იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები