საზოგადოება
11.03.2020 15:29
ცხინვალის გზატკეცილიდან სპეცრაზმის დანაყოფის ტერიტორიამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია განხორციელდება
გორი-კარალეთის მონაკვეთზე, ცხინვალის გზატკეცილიდან შსს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, პროექტი გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.

გზის მონაკვეთის სიგრძე 300 მეტრს შეადგენს, ხოლო მისი რეაბილიტაციისთვის 149 012 ლარია გამოყოფილი. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები წლების განმავლობაში არ ჩატარებულა.

მიმდინარე სამუშაოების დასრულება მარტის ბოლოსთვის იგეგმება.
კვირის ამბები