კულტურა
21.06.2024 13:30
„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ - გორში ღონისძიება გაიმართება

გორში ღონისძება - „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ ჩატარდება.

კონცერტი 29 ივნისს 15:00 საათზე დაიწყება და სულხან ცინცაძის სახელობის გორის სამუსიკო კოლეჯი უმასპინძლებს.

ღონისძებაზე ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები შესრულდება.

მსმენელის წინაშე თამარ ლიჩელი, ლიზი რამიშვილი, გიორგი შავერზაშვილი, ვალერიან შიუკაშვილი, ნინო უშიკიშვილი, დიმიტრი ბოქოლიშვილი, ნათია ბერაია, ნათია ქავთარაძე და ლანა გულდედავა წარსდგებიან.

კონცერტზე დასწრება თავისუფალია.

კვირის ამბები