გორის ეთნოგრაფიული გუნდი „რიხი“ აღდგენილი ქართლური სიმღერების მორიგ კონცერტს საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ მერეთში გამართავს.
ღონისძიება დღეს, 21 ივნისს, 19:30 საათზე დაიწყება და საჯარო სკოლის ეზოში ჩატარდება. ანსამბლის წევრები ადგილობრივებს ქართლური სიმღერის მასტერკლასსაც ჩაუტარებენ და მათივე აღდგენილ საფერხულო სიმღერებს შეასწავლიან.
შეგახსენებთ, აღდგენილი ქართლური სიმღერების კონცერტი სოფელ ზემო ნიქოზშიც ჩატარდა. გარდა ამისა, ღონისძებები მეჯვრისხევში, ერგნეთში და შინდისში გაიმართება.
პროექტი, რომლის მიზანი მივიწყებული ქართლური ხალხური სიმღერების გაცოცლებაა, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ხორციელდება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება