20 ივნისს მსოფლიოში ლტოლვილთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღის აღნიშვნის მიზანია განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს იმ მოწყვლადი კატეგორიის პირებზე, რომლებიც იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ საკუთარი ქვეყანა კონფლიქტების, ადამიანის უფლებების დარღვევის გამო და უცხო ქვეყნებში უსაფრთხო თავშესაფარი მოეთხოვათ.
გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს მონაცემებით, მსოფლიოში 120 მილიონი ლტოლვილია (რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია), მათგან 47 მილიონი ბავშვია, აქედან 2 მილიონი - ლტოლვილობაში დაბადებული.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ავღანეთი, სირია, ვენესუელა, უკრაინა და სამხრეთ სუდანი - ის ქვეყნებია, საიდანაც ყველაზე მეტი ლტოლვილი გაედინება. კოლუმბია, გერმანია, ირანი, პაკისტანი და თურქეთი კი, ყველაზე მეტ ლტოლვილს იფარებს.
აღსანიშნავია, რომ 2003 წელს მსოფლიოში ლტოლვილთა რიცხვი 39 მილიონს შეადგენდა, 2013 წელს ეს მაჩვენებელი 51 მილიონი იყო.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება