საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, 23 ივნისს, გორში, გარბენი გაიმართება.
სპორტული აქტივობა სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, 11:00 საათზე დაიწყება (რეგისტრაცია: 09:30 საათი).
შეჯიბრი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით, „შიდა ქართლის სპორტული თამაშების“ ფარგლებში გაიმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ოლიმპიურ გარბენში მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიური ჩემპიონ-პრიზიორები, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები და მაცხოვრებლები.
ქალთა და კაცთა შორის გამარჯვებულ პირველ სამეულს ფულადი პრიზები გადაეცემათ (პირველი ადგილი 1 500, მეორე - 1000, მესამე - 500 ლარი). გარდა ამისა, გარბენის ყველა მონაწილე მიიღებს მაისურს და სერტიფიკატს საერთაშორსიო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის - თომას ბახის და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის ხელმოწერით.
ღონისძიება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, , სეოკ-ის შიდა ქართლის რეგიონალური ორგანიზაციის (სეოკ-ის გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკი. პარტნიორი ორგანიზაციები: კომპანია „ავერსი" და „თელიანი ველი") და რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის ორგანიზებით იმართება.
„საქართველოში 1994 წლიდან ტრადიციულად იმართება საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. წელს, მასობრივი ოლიმპიური გარბენი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით, „შიდა ქართლის სპორტული თამაშების“ ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტშიგ გაიმართება.
„შიდა ქართლის სპორტული თამაშები“ 2022 წლიდან ტარდება და მისი მიზანი რეგიონში სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა“, - აცხადებენ ორგანიზატორები.