საზოგადოება
20.06.2024 11:39
15-დან 29 წლის ასაკის ახალგაზრდებისთვის ხალხური რეწვის შემსწავლელი კურსები იწყება

15-დან 29 წლის ასაკის ახალგაზრდებისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ხალხური რეწვის შემსწავლელი კურსები იხსნება.

ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, კურსის განმავლობაში მონაწილეები ეროვნული სამოსის კერვას, ქართული სუვენირების დამზადებას, თოჯინების და ღვინის ბოთლების ეროვნული სამოსით გაფორმებას შეისწავლიან. მოეწყობა ნამუშევრების გამოფენებიც.

„ექვსთვიანი სწავლის პროცესს სერგი მაკალათიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში განთავსებული სახელოსნო უმასპინძლებს. გაკვეთილები შაბათ - კვირას13:00 საათიდან 16:00 საათამდე გაგრძელდება. კურსებს ხალხური რეწვის ოსტატი მარინე ბეგლარიშვილი გაუძღვება. მონაწილეობის მსურველები დაგვიკავშირდით - 599 48 46 20“, - აცხადებენ მერიაში.

პროექტი გორის მუნიციპალიტეტის კულტურული ღონისძიებების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

 

კვირის ამბები