საზოგადოება
20.06.2024 11:21
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყო

2024-2025 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყო.

სააგენტოს ცნობით, პროცესი 24 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და დარეგისტრირებას ის ბავშვები შეძლებენ, რომელთა და-ძმაც უკვე კონკრეტული ბაღის აღსაზრდელია.

პირველ ეტაპზე ბაგა-ბაღებში რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია სასურველი ბაღის დირექტორთან უნდა წარადგინონ და განცხადება დაწერონ.

შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში, აღსაზრდელთა რეგისტრაცია ორ ეტაპად განხორციელდება.

რაც შეეხება მეორე ეტაპის რეგისტრაციის დაწყების და დასრულების ვადებს, პროცესი 25 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით იწარმოებს. დარეგისტრირებას შეძლებს ყველა მსურველი, ვისაც ორი წელი მიმდინარე წლის 15 სექტემბრამდე უსრულდება.

კვირის ამბები