კულტურა
19.06.2024 12:34
„მტრის კოსმეტიკა“ - მორიგი პრემიერა გორის თეატრში 22 და 23 ივნისს გაიმართება

გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში 179-ე შემოქმედებითი სეზონის დახურვამდე კიდევ ერთ პრემიერას აანონსებენ.

22 და 23 ივნისს რეჟისორი თათა პოპიაშვილი თეატრისმოყვარულებს ამელი ნოტომის რომანის - „მტრის კოსმეტიკა“ და რობერტ სტურუას და ლილი ფოფხაძის პიესის - „მტრის ნიღაბი“, მიხედვით დადგმულ ერთმოქმედებიან დრამას წარუდგენს.

წარმოდგენაში გიორგი გოგუაძე, ალექსანდრე მიკუჩაძე - ღაღანიძე (რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი), ამირან ქაჩიბაიადა ლევან ოზგებაშვილი მონაწილეობენ.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონს გორის თეატრი 29 ივნისს, „ოთარაანთ ქვრივის“ (რეჟისორი გიორგი თენაძე) მესამე საპრემიერო ჩვენებით დახურავს.

გორის თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბილეთებს შეძენა უკვე შესაძლებელია თეატრის სალაროში, ან ონლაინ, საიტზე: www. biletebi. ge.

სპექტაკლზე სკამების არასტანდარტულად განლაგების გამო ადგილები არ ინომრება.

კვირის ამბები