გ. ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი კულტურის სამინისტროს კონკურსის - „სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი თეატრების ხელშეწყობა სადადგმო და/ან საგასტროლო ხარჯით“ - ერთ-ერთი გამარჯვებულია.
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი 30-მდე პროფესიული თეატრის პოპულარიზაციის, ფუნქციონირების და შემოქმედებითი პროცესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით გამართულ კონკურსში 13 გამარჯვებული დასახელდა. რაც შეეხება კონკურსის ბიუჯეტს, 260 000 ლარს შეადგენდა.
გორის თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაფინანსდა აჭარაში გორის თეატრის დღეების გამართვა და გასტროლი სპექტაკლებით: „მე მოვალ - სიზმარი“ (დამდგმელი რეჟისორია ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე ) და ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივი“ (რეჟისორი გიორგი თენაძე, (განმახორციელებელი - სსიპ გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი).
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება