საზოგადოება
18.06.2024 14:09
10-დან 12 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის გორში საზაფხულო სკოლა იხსნება

გორის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში „საზაფხულო სკოლა“ იხსნება.

საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობა გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 10--დან 12 წლამდე ასაკის მოზარდებს შეუძლიათ. პროექტის ორგანიზატორების თქმით, საზაფხულო სკოლაში გასართობ-შემეცნებითი პროცესი 24 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. მეცადინეობები იწარმოებს კვირაში 4 დღე (ორშაბათი-ხუთშაბათი), 10:00-დან 12 საათამდე.

რაც შეეხება რეგისტრაციას, ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში (სუხიშვილის 20) 21 ივნისის ჩათვლითაა შესაძლებელი.

„პროექტის მიზანია, მოზარდებისათვის ძირითადი უნარ-ჩვევების გამომუშავება, ლოგიკური აზროვნების და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და ინტელექტუალური უნარების განვითარების ხელშეწყობა. პროექტი მოიცავს შემეცნებით აქტივობებს, წიგნებთან და კომპიუტერთან საპრეზენტაციო უნარების გამომუშავებას“, - აღნიშნავენ პროექტის ინიციატორები.

საზაფხულო სკოლის პროექტს, ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო ახორციელებს.

კვირის ამბები