ლევან ებანოიძის და ავთანდილ გურგენიძის სახელობის მემორიალურ ტურნირზე თავისუფალ ჭიდობაში, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენებმა სამი - პირველი, ორი - მეორე და სამი მესამე ადგილი დაიკავეს.
ნიკოლოზ გაგლოშვილი (32 კგ.), სოლომონ გაგლოშვილი (44 კგ.) და გიორგი ბარამაშვილი (57 კგ.) შეჯიბრის გამარჯვებულები გახდნენ.
ტურნირი მეორე ადგილით დაასრულეს ტატო ცხაოშვილმა (38 კგ.) და ერეკლე ქართველიშვილმა (62 კგ.).
გიორგი ხოსროშვილი (44 კგ.), გიორგი კურტანიძე (52 კგ.) და ამირან გერმანოზაშვილი (62 კგ.) კი მესამე ადგილის მფლობელები გახდნენ.
ტუნირზე გორის კიდევ ერთი, ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის მოჭიდავეებიც მონაწილეობდნენ.
სპორტსმენებმა ასპარეზობა ოთხი - პირველი, ხუთი - მეორე და ოთხი მესამე ადგილით დაასრულეს.
აღნიშნული სკოლიდან შეჯიბრის გამარჯვებულები ბექა ბერიანიძე (20 კგ.), ნიკა ბერიანიძე (23 კგ.), მათე პაპიტაშვილი (26 კგ.) და მიშო მაყიშვილი (52 კგ.) გახდნენ.
მეორე ადგილი დანიელ გალეგაშვილმა (23 კგ.), თომა პაპიტაშვილმა (26 კგ.), აივაზ ემინოვმა (29 კგ.) გიორგი ოქროპირიძემ (32 კგ.) და დავით ყაყიტაშვილმა (52 კგ.) დაიკავეს.
დავით ჩოჩიშვილი (26 კგ.), გიორგი გიგაური (29 კგ.), დავით მუკნიაშვილი (32 კგ.) და ზუკა წინამძღვრიშვილი (57 კგ.) შეჯიბრის ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.
ლევან ებანოიძის და ავთანდილ გურგენიძის სახელობის მემორიალური ტურნირი უმცროსი ასაკის მოჭიდავეთა შორის ჩატარდა. შეჯიბრს ბაღდათმა უმასპინძლა.