შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, გორში მკლავჭიდსა და ბოჩაში შეჯიბრი გაიმართა.
სპორტულ ღონისძიებაში „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრთან“ არსებული დღის ცენტრის ბენეფიციარები და მოხალისე ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
ჩემპიონატს ბოჩაში მსაჯობას საერთაშორისო ორგანიზაციაCaritas-ის წარმომადგენელი მინდია თავხელიძე და Caritas-ის ავსტრიელი მოხალისეები უწევდნენ.
მკლავჭიდში შეჯიბრს კი ორგანიზება და მსაჯობა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა (მკლავჭიდში) ლევან მახათაძემგაუწია.
რაც შეეხება გამარჯვებულებს ბოჩაში - ნინო კობახიძე, მკლავჭიდში კი გიორგი მამასახლისი გახდა.
აქტივობა USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც საქართველოს გაეროს ასოციაციისUNAG-ის მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
შიდა ქართლის რეგიონში პროგრამის პარტნიორია ,,კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი”.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა, 2000 წელს, 14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ გამოაცხადა.