საზოგადოება
11.03.2020 14:23
ჯანდაცვის სამინისტრო თვითიზოლაციაში ყოფნის რეკომენდაციას კიდევ რამდენიმე ქვეყნიდან ჩამოსულ მოქალაქეებს აძლევს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს თვითიზოლაციაში ყოფნის რეკომენდაციას აძლევს.

უწყება შინ დარჩენისა და სხვებთან კონტაქტის შეზღუდვის რეკომენდაციას გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ესპანეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებს აძლევს.

სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ მოვლენების განვითარებიდან გამომდინარე რეკომენდაცია  გამკაცრდეს.

„ამ ეტაპზე, თვითიზოლაციის რეკომენდაცია გაცემულია გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ესპანეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებზეც, თუმცა, ვაკვირდებით იქ განვითარებულ მოვლენებს და მდგომარეობა შეიძლება შეიცვალო“, - განაცხადეს ჯანდაცვის უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ აქამდე თვითიზოლაციის რეკომენდაცია გაცემული იყო ჩინეთიდან, ირანიდან, სამხრეთ კორეიდან და იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეებზე.

კვირის ამბები