დღეს, 18 ივნისს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრას თურქეთის წინააღმდეგ გამართავს.
მატჩი 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირი ტრანსლაცია გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის სკვერში მოეწყობა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის სხვადასხვა აქტივობაცაა დაგეგმილი.
ღონისძიებები 16:00 საათიდან დაიწყება. გულშემატკივრების განწყობაზე დიჯეი იზრუნებს. გარდა ამისა, ფეხბურთის მოყვარულებისთვის მოეწყობა კვების ობიექტები და ბარის სივრცეები.
18:30 საათზე კი, მუსიკალური ჯგუფის - „mechanical rainbow“ კონცერტი დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგ, ფეხბურთის თემატიკასთან დაკავშირებით კონკურსი გაიმართება.
საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატში პირველად მონაწილეობს. თურქეთის შემდეგ, 22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდება, 26-ში კი პორტუგალიას შეხვდება. ორივე საშეჯიბრო დღეს, ქალაქში, გასართობი აქტივობების მოწყობა იგეგმება.
ცნობისთვის, გორში, დიდი ეკრანის მიმდებარედ არსებული სივრცე ფეხბურთის მოყვარულებს 14 ივნისიდან 14 ივლისამდე მასპინძლობს.