სპორტი
17.06.2024 14:53
გორის ძიუდოს კლუბი „VIP JUDO” „ოქროს ლიგის“ გამარჯვებულია, „გორიჯვარი“ - ბრინჯაოს პრიზიორი

გორის ძიუდოს კლუბი „VIP JUDO” „ოქროს ლიგის“ გამარჯვებული გახდა.

გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, გორის კლუბმა შეჯიბრება მეორედ მოიგო.

ჩემპიონატზე გამარჯვებული გუნდი შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: ტატო საბაშვილი, ლექსო მიჩიტაშვილი (55 კგ.), დავით სადაღაშვილი, დავით ფსუტური (60 კგ.), გიორგი ბაბუციძე, საბა ჯანიაშვილი (66 კგ.), თორნიკე გიუნაშვილი, ჯუმბერ ძამულაშვილი (73 კგ.), გიორგი ზურაბაშვილი, ფრიდონ ქრისტესიაშვილი (+73 კგ.).

„VIP JUDO“ გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის ბაზაზეა დაკომპლექტებული.

აღსანიშნავია, რომ შეჯიბრში გორის კიდევ ერთი კლუბი - „გორიჯვარი“ მონაწილეობდა.

გუნდმა ჩემპიონატი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. გადამწყვეტ შეხვედრაში „VIP JUDO“-ს დაუპირისპირდა და დამარცხდა.

რაც შეეხება კლუბის შემადგენლობას, გიორგი ბერაძე (55 კგ.), ზურა გოგაძე, გიგი შავიძე (60 კგ.), ვანო პოღოსიანი, სანდრო ტეტუნაშვილი (66 კგ.), გიგი ქარელი (73 კგ.) და იოანე აბალაკი (+73 კგ.) ასპარეზობდნენ.

ცნობისთვის, „ოქროს ლიგა“ თბილისში ჩატარდა. ჩემპიონატში თორმეტი კლუბი მონაწილეობდა.

კვირის ამბები