გაეროს ბავშვთა ფონდი არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდთან“ პარტნიორობით ახალ საგანმანათლებლო პროექტს - „მოხალისე ახალგაზრდები კლიმატის ცვლილებებისათვის“ - იწყებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტი შიდა ქართლში, კახეთსა და თბილისში განხორციელდება. მონაწილე ახალგაზრდები კი, კონკურსის გზით შეირჩევიან და გადამზადდებიან. ინტენსიური სასწავლო კურსის გავლის შემდეგ, მოხალისეები განახორციელებენ ადვოკატირების კამპანიებს, მიიღებენ დაფინანსებას და მენტორების ჩართულობით თავიანთ მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო კამპანიებს გამართავენ.
რაც შეეხება პროექტის მიზანს, კლიმატის ცვლილებების მნიშვნელოვან საკითხებზე მოზარდების ინფორმირება და გარემოსდაცვით, ეკოლოგიური მდგრადობის ხელშესაწყობად მათი ჩართულობაა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება 16-24 წლის ახალგაზრდებს შეუძლიათ. მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულად, 26 ივნისის ჩათვლით.
დაინტერესებული პირებს, პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობა შეუძლიათ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე მითითებულ ბმულზე.