საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, 30 ივნისს, რუსთაველის ეროვნული თეატრი წარმოდგენას გორის თეატრში გამართავს.
„მარია კალასი...გაკვეთილი“ - მაყურებელი რობერტ სტურუას და ნინო კანტიძის რეჟისორული ნამუშევრის სცენური ვერსიას იხილავს. სპექტაკლში გამოყენებულია ვერდის, ბელინის, პუჩინის, ბეთჰოვენის და გია ყანჩელის მუსიკა.
წარმოდგენაში ლელა ალიბეგაშვილი, დავით დარჩია, მარიტა მესხორაძე, არჩილ გოგიტიძე, ქეთი სვანიძე და დავით უფლისაშვილი მონაწილეობენ.
რაც შეეხება სპექტაკლის შინაარსს, რუსთაველის ეროვნული თეატრი ტერენს მაკნელის პიესის ტრაგიკომიკურ სცენურ ვერსიას წარმოგიდგენთ და უდიდესი მომღერალი ქალის, ლეგენდარული მარია კალასის რთული ცხოვრების ისტორიას გიამბობთ.
გასტროლი, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტის - „თბილისის თეატრების გასტროლი საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში ხორციელდება.
თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მაყურებელთა ადგილები დარბაზის გარდა განთავსებულია სცენაზეც.
დაინტერესებულ პირებს, ბილეთების შეძენა თეატრის სალაროში და ონლაინ საიტზე: www. biletebi. ge უკვე შეუძლიათ.