ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ახალგაზრდებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ისინი კორონავირუსისთვის რისკჯგუფს არ წარმოადგენენ, თუმცა, რეკომენდაციების გათვალისიწნებისკენ ყველას მოუწოდებს.
„ახალგაზრდებს ვთხოვ, ნუ აყვებიან პანიკას და ნურაფრის ეშინიათ. თუ გახდებიან ავად, ბუნებრივია, ეს არ არის კარგი, მაგრამ განიკურნებიან ისე, როგორც ჩვეულებრივი გრიპისგან. სტატისტიკის თანახმად, 50 წელს ქვემოთ ასაკში სიკვდილაინობა მხოლოდ 0.6%-ია, ეს მაჩვენებელი კი, ჩვეულებრივი გრიპის ლეტალური შედეგების სტატისტიკას უთანაბრდება. მოვუწოდებ ყველა ასაკობრივ კატეგორიას, გაითვალისწინონ მედიკოსების რეკომენდაცია, განსაკუთრებით 50 წელს გადაცილებულმა მოქალაქეებმა. რეკომენდაციები უნდა შესრულდეს მკაცრად: დარჩით სახლში, მოერიდეთ საზოგადოების თავშეყრის ადგილებს, თუნდაც ეს იყოს ქორწილი, ქელეხი და სხვა; გარდა ამისა, ხშირად დაიბანეთ ხელები, რადგანაც ინფექცია ვრცელდება კონტაქტური გზით“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.