შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში, ეროვნულ ოლომპიურ კომიტეტთან ერთად დაგეგმილი გარბენის და „შიდა ქართლის ზაფხულის თამაშები 2024“-ის მიმდინარეობა და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
სამუშაო შეხვედრა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ თემურ ხუბულურმა მუნიციპალიტეტის მერებთან და სპორტის სამსახურების ხელმძღვანელებთან გამართა. სხდომას ესწრებოდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელიც.
„შიდა ქართლის სპორტული თამაშები“, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, 2022 წლიდან ტარდება. ღონისძიების მიზანი რეგიონში სპორტის მხარდაჭერა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების სპორტულ ღონისძიებებში აქტიური ჩართვაა.
გასულ წელს, თამაშებში უკვე 5000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. წლევანდელი პროგრამის მიხედვით კი, შეჯიბრებები მძლეოსნობაში, კალათბურთში, ფეხბურთსა და ქართულ ჭიდაობაში გაიმართება“, - აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.
რაც შეეხება გარბენს, 23 ივნისს, ეროვნულ ოლომპიურ კომიტეტთან ერთად დაგეგმილ გარბენში (სხვადასხვა ასკობრივ კატეგორიაში) გამოვლინდებიან გამარჯვებულები, რომლებსაც გადაეცემათ შესაბამისი პრიზები. ღონისძიებაში მონაწილეობას ოლიმპიურ-ჩემპიონ პრიზიორები და შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებიც მიიღებენ.
სპორტულ მარათონში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.